ახალი ამბები

დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს და პრივილეგიები შემომთავაზეს

25 იანვარი, 2019 • 5519
დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს და პრივილეგიები შემომთავაზეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭდავეთა ნაკრების კაპიტანი, ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან არ ითანამშრომლებს.

მოჭიდავე დადებითად აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გეგეშიძის გათავისუფლებას, თუმცა აკრიტიკებს მისთვის თანამდებობის შენარჩუნების გამო.

როგორც დათუნაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობიდან მას არავინ დაკავშირებია, თუმცა მათი სახელით მამაო გაუგზავნეს:

მამაო მეუბნებოდა – ზურა, ყველანაირად პრივილეგირებული იქნებიო. მე ვუთხარი, რომ ზუსტად იმაზე მაქვს პრეტენზია, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში ეს პრივილეგიები.”

დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის სახელით გაგზავნილი მამაო ურჩევდა, გაჩუმებულიყო და არ ამოეღო ხმა, რის მერეც ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მოჭიდავეს სურდა:

მე ვუთხარი მამაოს, რომ არ უნდა იყოს ასე. უნდა იყოს სამართლიანად. მე როგორც მინდა, რა შუაშია? ყველა ტურნირზე შენ იქნები პრივილეგირებული და შენ წახვალო.”

ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ნაკრებში მას ჰყავს თანამოაზრეები, თუმცა ჯერჯერობით ღიად არ გამოხატავენ პროტესტს. ნაკრების კაპიტნის თქმით, დრო მოვა და დაუდგებიან საჯაროდ ეს ადამიანები გვერდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი