თინა ხიდაშელის თქმით,  მთავარი პროკურატურას კეთილი უნდა ენება და წარმომადგენელი გამოეგზავნა. ხიდაშელი შს სამინისტროსაც ეხება და ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებზე მათი პასუხები არადამაკმაყოფილებელი იყო:

 

” ადამიანის უფლებების დარღვევის ისეთი ტალღიდან მოვდივართ, რომ დღეს მადლობელი უნდა ვიყოთ ვითარების საკმაოდ გაუმჯობესების გამო, ოღონდ კმაყოფილი ვერ ვიქნებით, იმიტომ, რომ დარღვევები ისევ ხდება. ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი პასუხები, რომლებიც შს სამინისტროსგან მივიღეთ, ამიტომ კითხვების დიდი ნაწილი მათ მიმართ მქონდა. პარლამენტში  ასეთი დღე  წელიწადში ერთხელ არის და სამწუხაროა, რომ მთავარი პროკურატურიდან არავინ იყო წარმოდგენილი. მაშინ, როდესაც მთელი დღის განამვლობაში მინისტრები ისხდნენ ამ სიცხეში და უბედურებაში, ასევე, მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, კეთილი უნდა ენებათ და ვინმე მათგან უნდა მოსულიყო.”

 

 სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც მან დღეს კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა,  2013 და 2014 წლის დასაწყისში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენაა შესული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *