ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ჯიპა-ში სალექციო კურსს წაიკითხავს

24 იანვარი, 2019 • 1634
გიორგი მარგველაშვილი ჯიპა-ში  სალექციო კურსს წაიკითხავს

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯიპას უნივერსიტეტში სალექციო კურსს წაიკითხავს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, მარგველაშვილი სალექციო კურსს ჰქვია “პოლიტიკა”.

ჯიპას-ში აცხადებენ, რომ კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. ამასთან, კურსზე განხილული იქნება ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა ინდივიდის როლი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესის ფორმირების პროცესში და სხვა.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. ის პრეზიდენტის პოსტს 2018 წლის დეკემბრამდე იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი