ახალი ამბები

თბილისის კერძო კლინიკებში ორსულებს გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ – NCDC

24 იანვარი, 2019 •
თბილისის კერძო კლინიკებში ორსულებს გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  თბილისში ორსულმა ქალებმა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის დღეს, 24 იანვარს  15.00 საათის შემდეგ შეუძლიათ მიმართონ რიგ კერძო კლინიკებს, სადაც მათ სეზონური გრიპის ვაქცინა უფასოდ ჩაუტარდებათ.

მოქალაქეებს ვაქცინისთვის შეეძლებათ შემდეგ კლინიკებს მიმართონ:

როგორც ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, „საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინეს.

“საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის წარმოადგენენ. ვაქცინის განაწილება დაიწყო 23 იანვარს და 25 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით,” – წერია NCDC-ის განცხდებაში.

2 დღის განმავლობაში ვაქცინაცია მხოლოდ ორსულებს ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მომართვიანობის საფუძველზე გადაწყდება, კიდევ რომელი ჯგუფებისთვის გახდება გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი. NCDC ამბობს, რომ ვაქცინაციისთვის კომპანია „გეფა“-მ საკუთარი მარაგებიდან ვაქცინის 4000 დოზა გამოყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა გრიპის სეზონის დადგომამდე (ოქტომბერ-ნომებრის პერიოდში) რისკ-კგუფში შემავალი 41 000 ადამიანის ვაქცინაცია უზრუნველყო.

სახელმწიფო 2017 წლიდან ახორციელებს ორსულთა ვაქცინაციას და შეინიშნება ვაქცინაციისადმი მოთხოვნის მზარდი ტენდენცია, მაგალითად, თუ 2017-2018 სეზონზე აიცრა 532 ორსული, 2018-2019 წლის სეზონზე მათმა რაოდენობამ შეადგინა – 1 111.

მასალების გადაბეჭდვის წესი