ახალი ამბები

საქართველოს შსს გერმანიაში მელორ ვაჩნაძის დაკავებას ადასტურებს

24 იანვარი, 2019 • 2904
საქართველოს შსს გერმანიაში მელორ ვაჩნაძის დაკავებას ადასტურებს

პოლიტპატიმრის სტატუსით 2012 წელს გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე გერმანიაში დააკავეს. ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში  დღეს, 24 იანვარს განუცხადეს, რომ ვაჩნაძის დაკავება გერმანულმა მხარემ დაუდასტურა. რა გახდა დაკავების მიზეზი, შსს-ში არ იციან. ნეტგაზეთი ცდილობს ვაჩნაძის ახლობლებთან დაკავშირებას და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გავავრცელებთ.

მელორ ვაჩნაძემ საქართველო 2018 წლის 28 ნოემბერს დატოვა და გერმანიაში ოჯახთან ერთად გაემგზავრა. როგორც ვაჩნაძე ამბობდა, მან საქართველო  ხელისუფლების მხრიდან შურისძიების შიშით დატოვა. როგორც ვაჩნაძემ რუსთავი 2-ს გერმანიაში გამგზავრებამდე უთხრა, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს, სადაც ესაუბრა დათო პაპაშვილს, სამმართველოს უფროსის მოადგილეს, და მასთან საუბარი ჩაიწერა, რადგან მიაჩნდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. “მეორე დღეს მივედი და ვუთხარი, მე თქვენ ჩაგწერეთ და ამას სააშკარაოზე გამოვიტან, თუკი თავს არ დამანებებთ”, რაზეც პასუხად, ვაჩნაძის თქმით, მუქარა მიიღო: “იარაღის ჩადება დამიპირეს”.

განახლება

პოლიტპატიმრის სტატუსით 2012 წელს გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, მისი დაკავების შესახებ ცნობას”ნეტგაზეთს”  უდასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მიზეზი პასპორტთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა იყო.

ვაჩნაძე მის დაკავებას ადასტურებს, თუმცა ფეხსაცმლის ქურდობის ვერსიას უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი