ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტი სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს

17 ივლისი, 2014 • • 994
ადამიანის უფლებათა კომიტეტი სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის მიერ 2013 წლის ივნისში მერიის და საკრებულოს ოცდაორი თანამშრომლის დაკავება დარღვევაა და აუცილებელია საქმე გამოძიებული იქნას.  უჩა ნანუაშვილმა ასევე სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2013 წელს მკვეთრად შეიცვალა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ხშირი გამოყენების ტენდენცია:

 

“2013 წელს სასამართლოები უფრო ხშირად იყენებდნენ არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიებებს, თუმცა იყო დარღვევებიც, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა მელნიკოვის საქმე. მელნიკოვის საქმეში, ექსტრადაციის შემდეგ, მოსამართლემ არ განიხილა სასამართლოს მიერ აღკვეთის საკითხი, რაც არის დარღვევა კანონდებლობის და მელნიკოვი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო უკანონო პატიმარი”.


დღესვე ნანუაშვილმა პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართა, ერთ–ერთი ასეთი რეკომენდაცია სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვისა და მართლმსაჯულების ხარვეზის მსხვერპლთა სრულ რეაბილიტაცია არის:


“უნდა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის მართლმსაჯულების ხარვეზის არსებობის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვას, მართლმსაჯულების ხარვეზის მსხვერპლთა სრულ რეაბილიტაციას, იგივე სახელმწიფოს უკანონო ქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენის თვალსაზრისით.”

 

დღესვე ნანუაშვილმა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საკითხზეც ისაუბრა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილება დახურულ დაწესებულებეში უფლებების დარღვევის დაფიქსირების შესაძლებლობის მიმართულებით უნდა გაიზარდოს:


“ერთ-ერთი საქმე, რომლის გამოძიებასაც ვითხოვთ, არის ის, რომელიც  ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება არ ჩატარებულა, მხოლოდ მოკვლევა. ჩვენი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულზე ჩატარდეს გამოძიება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი