ახალი ამბები

ელიავას ბაზრობასთან მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი ამოიყვანეს [ვიდეო]

23 იანვარი, 2019 • 2376
ელიავას ბაზრობასთან მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი ამოიყვანეს [ვიდეო]

მაშველებმა ელიავას ბაზრობასთან მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი ამოიყვანეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ჰასკი თავშესაფარში გადაიყვანეს. სააგენტოს ცნობით, მას უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, თავს კარგად გრძნობს და პატრონს თავშესაფარში ელოდება.

ძაღლი, 23 იანვრის საღამოს მონაცემებით, ჯერ კიდევ არ იყო იდენტიფიცირებული — არის ძუ, 3-4 წლის, უკეთია ყავისფერი საყელური.

მასალების გადაბეჭდვის წესი