ახალი ამბებისამართალი

დუშეთში ძაღლი მავთულით ჩამოჰკიდეს და ყბის ძვლები ხელკეტით ჩაუმსხვრიეს – დაწყებულია გამოძიება

4 ივლისი, 2019 • 3177
დუშეთში ძაღლი მავთულით ჩამოჰკიდეს და ყბის ძვლები ხელკეტით ჩაუმსხვრიეს – დაწყებულია გამოძიება

3 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში ჰასკის ჯიშის ძაღლი აწამეს. ინფორმაცია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარმა გაავრცელა.

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია დღეს დილით მოიკვლია და გამოძიება 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი აცხადებს, რომ კონფიდენციალურად მიაწოდეს ინფორმაცია სავარაუდო ორი მოძალადის შესახებაც. ელიზბარაშვილის წყაროს ინფორმაციით, ჰასკი მავთულით ჩამოჰკიდეს და ყბის ძვლები ხელკეტით ჩაუმსხვრიეს.

მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს მოძალადეების ვინაობა, რადგან შსს-ს იმედი ნაკლებად გვაქვს, რომ დასჯის დამნაშავეებს… მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასეთ დანაშაულზე სულ ახლახას გაამკაცრეს”, – აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.

ნაწამები ჰასკი ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში წუხელ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიიყვანა. ცხოველი დილით უკვე ჰყავდათ ვეტ-კლინიკა აიბოში, სადაც დადგინდა, რომ ძაღლს ყბის ძვლები სულ დალეწილი აქვს.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის განცხადებით, ნაწამები ჰასკი ჭამას ვერასოდეს შეძლებს და თუ სასწაული არ მოხდა, მისი დაძინება მოუწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი