ახალი ამბები

ვიდეო ▶ ძაღლი, რომელსაც ყბის ძვლები ხელკეტით ჩაუმსხვრიეს, გადარჩა და ჭამა დაიწყო

15 ივლისი, 2019 • 3098
ვიდეო ▶ ძაღლი, რომელსაც ყბის ძვლები ხელკეტით ჩაუმსხვრიეს, გადარჩა და ჭამა დაიწყო

ძაღლი, რომელიც 3 ივნისს დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში მავთულით ჩამოჰკიდეს და ყბის ძვლები ხელკეტით ჩაუმსხვრიეს, გადარჩა და ჭამა დაიწყო.

ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა დედაღვთისას მონასტრის მღვდელმსახურმა, სებასტიანე ნეფარიძემ, რომელმაც დაშავებული ჰასკი მონასტერში წაიყვანა მოსავლელად.

სასწაული მოხდა! დღეს მამა სებასტიანემ დედაღვთისას მონასტრიდან გამოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ცნობილი ჭოპორტელი ყბამოტეხილი ჰასკი საჭმელს დამოუკიდებლად ჭამს”, – წერს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი.

თავშესაფრის გვერდის განცხადებით, ყველა ვეტექიმი ამბობდა, რომ მინიმალური შანსი იყო ძაღლის გადარჩენის, რადგან ქვედა ყბის ძვლები კვლავ ჩალეწილი ჰქონდა და ვერ შეძლებდა ჭამას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ივნისსვე დაიწყო გამოძიება 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

ჭოპორტში ნაწამები ჰასკი გადარჩა – იხილეთ ვიდეო:

მასალების გადაბეჭდვის წესი