ახალი ამბები

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში სტუდენტები დასაქმდებიან

17 ივლისი, 2014 • • 1665
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში სტუდენტები დასაქმდებიან

პროცესში ჩართვა საქართველოში არსებული ყველა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია. თითო ფაკულტეტზე საშუალო კვოტირებით 30–დან 60 სტუდენტამდე დასაქმდება. 

 

სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა www.hr.gov.ge–ს მეშვეობით შეუძლიათ, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები მაღალი GPA–ს და მაღალი მოსწრების სტუდენტებს თავად შეარჩევენ. 

 

შერჩევის შემდეგ თითოეული სტუდენტი ვალდებული იქნება 2 კვირაში 120 ოჯახი აღწეროს, რაც დღეში საშუალოდ 8 ოჯახია. შესრულებული სამუშაოსთვის სტუდენტები თბილისში 500 ლარს, ხოლო რეგიონებში 400 ლარს მიიღებენ. 

 

შეგახსენებთ, რომ სტუდენტების დასაქმების პროგრამა წინა ხელისუფლების პერიოდშიც ხორციელდებოდა, სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისთვის სტუდენტები ანაზღაურების სახით 500 ლარს იღებდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი