ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უეს მიტჩელი თანამდებობას ტოვებს. “ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, გადადგომის თხოვნით მიტჩელმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თავად მიმართა, მიზეზად კი პირადი საკითხი დაასახელა.
“როდესაც ადმინისტრაცია თავის მეორე წელს ასრულებს, მე ვგრძნობ, რომ შევასრულე ის, რაც მიზნად მქონდა დასახული ამ პოზიციაზე”, – ნათქვამია მიტჩელის წერილში, სადაც ასევე აცხადებს, რომ აპირებს, მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. მიტჩელი ამ თანამდებობაზე 16 თვის განმავლობაში მუშაობდა.
მიტჩელი TOP ამერიკელი დიპლომატია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. 2018 წლის განმავლობაში საქართველოშიც იმყოფებოდა.
ის აცხადებს, რომ მისი გადადგომა ტრამპის ადმინისტრაციის ან საგარეო პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი არ არის.