ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახლმწიფო მდივნის მოადგილის, უეს მიტჩელის აზრით, ტრადიციულ საზოგადოებაში მართლმადიდებელი ეკლესია რუსული გავლენების ირიბი გამტარი გახდა.
ამის შესახებ უეს მიტჩელმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა სასტუმრო “რუმსში” მიმდინარე კონფერენციაზე, სახელწოდებით “მსოფლიო თავდაყირა 2018”.
მიტჩელის თქმით, სწორედ ამიტომ, საჭიროა საზოგადოების მეტი ინფორმირება და დარწმუნება, რომ დასავლური ფასეულებები წინააღმდეგობაში არ მოდის ტრადიციებთან.
“ჩვენ უნდა გავიდეთ საზოგადოების იმ ფენებზეც, რომლებსაც არ აქვთ, მაგალითად, ინტერნეტი, თუ გვინდა ეს კონკურენცია [რუსულ პროპაგანდასთან] მოვიგოთ”, – განაცხადა მიტჩელმა.
მიტჩელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა და კიბერსაფრთხეები პრობლემას წარმოადგენს არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, არამედ დასავლეთისთვისას.