ნეტგაზეთი | ცხინვალი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში კონსტრუქციული მუშაობისთვის მზადაა ცხინვალი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში კონსტრუქციული მუშაობისთვის მზადაა – Netgazeti
RU | GE  

ცხინვალი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში კონსტრუქციული მუშაობისთვის მზადაა

სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის ემზადება,- წერს სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო რეს-ი. 

სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთი მორიგი რაუნდის დროს გეგმავს კავკასიაში უსაფრხოების საკითხებზე წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები.


აღნიშნულ საკითხზე, სააგენტონს ინფორმაციით, ცხინვალში გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტკონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სრულუფლებიან წარმომადგენელთან, მურატ ჯიოევთან შეხვედრის დროს ისაუბრეს. 

 

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთში დიდ მნიშნველობას ანიჭებენ ჟენევის დისკუსიების მუშაობას, როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო არენას, სადაც ყველა მხარეს თანაბრად შეუძლია იმჯელოს რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. 

 

“ძირითადი საკითხი კვლავ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი დოკუმენტების ხელმოწერაა,”- ამბობს ჯიოევი. 

მან მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეებს იმისთვის, რომ წინა “მძიმე რაუნდის” შემდეგ ისინი კვლავ ესტუმრნენ ჟენევის დისკუსიების მონაწილე ქვეყნებს, იმისთვის, რომ მოამზადონ და განიხილონ მორიგი რაუნდის დღის წესრიგი.

 

“ჩვენ კარგი მოლოდინი გვაქვს და ჩვენი მხრიდან მზად ვართ კონსტრუქციული მუშაობისთვის,”- განაცხადა ჯიოევმა. 

 

დღესვე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს ხვდებიან. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია