ახალი ამბები

საგარეო: გაუჩინარებული მეზღვაურის საკითხზე ლიბიურ მხარესთან აქტიურ კონტაქტზე ვართ

21 იანვარი, 2019 • 1067
საგარეო: გაუჩინარებული მეზღვაურის საკითხზე ლიბიურ მხარესთან აქტიურ კონტაქტზე ვართ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის საკითხზე ინსტრუქციები გაუგზავნეს ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს, რომელიც ლიბიას ფარავს.

უწყების საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ მეზღვაურის გაუჩინარების საქმეზე გამოძიებას ლიბიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ:

“15 იანვარს შემოვიდა შეტყობინება ოჯახის ახლობლისგან იმის შესახებ, რომ მიღებული ინფორმაციით, 7 იანვრის შემდეგ მეზღვაურთან კონტაქტი აღარ ჰქონდა ოჯახს. დაუყოვნებილვ გავგზავნეთ ინსტრუქციები ჩვენს საელჩოში. ლიბიას ფარავს ეგვიპტეში ჩვენი საელჩო, ასევე სტამბულში გენერალურ საკონსულში, რამდენადაც კომპანია არის თურქი მფლობელის” – ამბობს კონსტანტინიდი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საკონსულლო ლიბიურ მხარესთან აქტიურ კონტაქტზეა და უახლოეს დღეებში გაუჩინარებული მეზღვაურის შესახებ მეტი დეტალი იქნება ცნობილი:

“გამოძიებას აწარმოებს ლიბიის შესაბამისი სამსახურები. 7 იანვრიდან მოყოლებული მეზღვაური გაუჩინარებულია და ველოდებით გმაოძიების შედეგებს, რა დეტალები გმაოიკეთება. დღეს უკვე ადგილზე იმყოფება მფლობელი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ჩავიდა ლიბიაში, რომ გამოძიებასთან ყველა დეტალი დაადგინოს”, – ამბობენ უწყებაში.

23 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე 7 იანვარს გაუჩინარდა. ის მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა.

მეზღვაური გემზე სამუშაოდ პირველად სამი თვის წინ წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი