ახალი ამბები

გიორგი ალიბეგაშვილი: საკრებულო უნდა იყოს სიმპათიური და მიმზიდველი

14 ივლისი, 2014 • • 1639
გიორგი ალიბეგაშვილი: საკრებულო უნდა იყოს სიმპათიური და მიმზიდველი

“იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტიები და სხვა სუბიექტები სასიკეთო საქმეში მხარს დაგვიჭერენ”. 

 

ალიბეგაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს საკრებულო იმისთვის, რომ  მერიასთან და მავრობასთნ ჰქონდეს კოორდინირებული მუშაობა.

 

რაც შეეხება საკრებულოს წევრ ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს არც ერთმა წევრმა არ ისარგებლოს პერსონალური ავტომობილით, ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ ავტომანქანა არ არის კომფორტი, არამედ არის აუცილებლობა: 

 

“როდესაც საკრებულოს წევრებს ირჩევს საზოგადოება, მათ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, ორმ თითოეული წევრი საკრებულოსი ანგარიშს ჩააბარებს მათ ყოველდღიური საქმინობის შესახებ. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყოს აუცილებლობა და არა კომფორტი. ამ ყველაფერზე ჩვენ ვიმსჯელებთ და ერთობლივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვინაიდან ეს არის გუნდური თამაშის პრონციპი.” 


ალექსანდრე ელისაშვილი  გამოვიდა ინიციაივით, რომ იყოს ავტოპარკი საკრებულოში. თითოეული წევრი, მათ შორის თავმჯდომარე საკუთარი ტრანსპორტით მიდიოდნენ საკრებულოში და შემდეგ, საქმეების მიხედვით, მოხდეს ამ ავტოპარკის ავტომობილების გადანაწილება. 


რაც შეეხება თბილისის არჩეულ მერთან, დავით ნარმანიასთან ურთიერთობას, ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ ნარმანია არის საუკეთესო პიროვნება, სპეცილისტი და მეურნე: “ბუნებრივია, მე მექნება მასთან ადამინური და თანამშრომლობითი ურთიერთობა. ამ თანამშრომლობის გარეშე საკრებულოსა და მერიას შორის საქმე არ გაკეთდება.”


ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა ყოფილ თავმჯდოამრე ირაკლი შიხიაშვილს, რომელმაც დახმარება აღუთქვა ალიბეგშვილს და განუცხადა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე მიმართოს. 

 

მედიის წარმომადგენლებმა შიხიაშვილს შეკითხვა დაუსვეს, რა რეაქცია ექნება მას, თუ საკრებულოს წევრები მაღალ პრემიებს გამოიწერენ?  შიხიაშვილომა განაცხადა:”თუ დამსხურებლად იქნება პერმია უფრო მეტი,  კარგი რეაქცია მექნება. მთავარია, ყველაფერო იყოს გამჭვირვალე, როგორც ჩვენს დროს ხდებოდა.”  

 გიორგი ალიბეგაშვილი/ქართული უნივერსიტეტის ფოტო



 

მასალების გადაბეჭდვის წესი