ახალი ამბები

პრეზიდენტმა დავით ნარმანიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

13 ივლისი, 2014 • • 1111
პრეზიდენტმა დავით ნარმანიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

“ეს არის ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა და თვითმმართველობის განვითარება. ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ  კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მარგველაშვილის თქმით, ის ულოცავს დავით ნარმანიას და თითოეული ქალაქისა და სოფლის რჩეულს არჩევნებში გამარჯვებას.

 

“ამ გამარჯვებით დასრულდა არჩევნები და იწყება უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი: ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ყოველდღიური თავდადებული შრომის პროცესი. ამ სირთულეებით აღსავსე გზაზე მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს.

 

საზოგადოებას, რომელმაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მაღალი შეგნება და სამოქალაქო კულტურა გამოავლინა, ვუსურვებ არჩევნების საბოლოო შედეგების  გამართლებასა და შემდგომ წინსვლას ერთიანობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი