ახალი ამბები

კალაძე: ხვალიდან გაორმაგებული ძალებით გავაგრძელებთ საქართველოზე ზრუნვას

12 ივლისი, 2014 • • 1216
კალაძე: ხვალიდან გაორმაგებული ძალებით გავაგრძელებთ საქართველოზე ზრუნვას

 “ჩვენმა მთავრობამ მიიღო ახალი თვითმმართველობის კოდექსი, რითაც რეალურ თვითმმართველობას დაუდო სათავე მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურის ალბათობა იზრდებოდა, ჩვენ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს მივანიჭეთ უპირატესობა და დავაწესეთ უპრეცედენტოდ მაღალი, 50%-იანი ბარიერი. საკუთარი ხალხისადმი გამოცხადებულმა ნდობამ შედეგი გამოიღო”, – აცხადებს კალაძე.

 

მისი თქმით, პირველივე ტურის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ანახა, რომ ერთადერთი რეალური ძალაა, ხოლო მეორე ტურის შედეგების წინასწარი მონაცემებით ყველგან, მათ შორის დედაქალაქში ლიდერობენ კოალიციის კანდიდატები. 

 

“ჩვენ ხვალიდან, ახალ რეალობაში, გაორმაგებული ძალებით გავაგრძელებთ საქართველოზე ზრუნვას”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

კალაძის თქმით, საკრებულოს მოადგილეს ის დეპუტატები აირჩევენ, ვინც საკრებულოშია წარმოდგენილი და ამის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი.

 

კახი კალაძე
კახი კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი