ცესკოს წინასწარი მონაცემებით ბათუმში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი ერმაკოვი და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიორგი დიასამიძე, ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

გიორგი ერმაკოვმა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმების 45.24% მიიღო, ამჯერად ხმების 77.29% მოიპოვა, ხოლო გიორგი დიასამიძემ, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩევლების 17.54%-მა დაუჭირა მხარი, ამჯერად 22.71% მიიღო.

 

ბათუმში 15 ივნისის არჩევნების დროს ამომრჩევლის აქტივობა იყო 36.57%, ხოლო 12 ივლისს, მეორე ტურში 26.01%.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ “ქართული ოცნების” კანდიდატი დავით ჯიქია და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი, ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

დავით ჯიქიამ, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმების 40.49% მიიღო, ამჯერად ხმების 64,77% მოიპოვა, ხოლო მამუკა ჩიქოვანმა, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩევლების 29.23%-მა დაუჭირა მხარი, ამჯერად 35,23% მიიღო.

 

რუსთავში 15 ივნისის არჩევნების დროს ამომრჩევლის აქტივობა იყო 36.24%, ხოლო 12 ივლისს, მეორე ტურში 34.12%.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მცხეთაში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ “ქართული ოცნების” კანდიდატი ავთანდილ ნემსიწვერიძე და “მწვანეთა პარტიის” კანდიდატი დავით მაჩხანელი, ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

ავთანდილ ნემსიწვერიძემ, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმების 33.64% მიიღო, ამჯერად ხმების 62.99% მოიპოვა, ხოლო დავით მაჩხანელმა, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩევლების 25.26%-მა დაუჭირა მხარი, ამჯერად 37.01% მიიღო.

 

მცხეთაში 15 ივნისის არჩევნების დროს ამომრჩევლის აქტივობა იყო 45.97%, ხოლო 12 ივლისს, მეორე ტურში 47.41%.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გორში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ “ქართული ოცნების” კანდიდატი ზურაბ ჯირკველაშვილი და “ქართული პარტიის” კანდიდატი კახაბერ ერგემლიძე, ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

ზურაბ ჯირკველაშვილმა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმების 40.38% მიიღო, ამჯერად ხმების 62.23% მოიპოვა, ხოლო კახაბერ ერგემლიძემ, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩევლების 29.27%-მა დაუჭირა მხარი, ამჯერად 37.77% მიიღო.

 

გორში 15 ივნისის არჩევნების დროს ამომრჩევლის აქტივობა იყო 40.48%, ხოლო 12 ივლისს, მეორე ტურში 39.56%.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თელავში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ “ქართული ოცნების” კანდიდატი პლატონ კალმახელიძე და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ალექსი ძულიაშვილი, ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

პლატონ კალმახელიძემ, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმების 43.18% მიიღო, ამჯერად ხმების 70.61% მოიპოვა, ხოლო ალექსი ძულიაშვილმა, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩევლების 22.26%-მა დაუჭირა მხარი, ამჯერად 29.39% მიიღო.

 

თელავში 15 ივნისის არჩევნების დროს ამომრჩევლის აქტივობა იყო 43.09%, ხოლო 12 ივლისს, მეორე ტურში 37.01%.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ “ქართული ოცნების” კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი შოთა გოგიბერიძე, ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

ბეგლარ სიორიძემ, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმების 33.87% მიიღო, ამჯერად ხმების 58.9% მოიპოვა, ხოლო შოთა გოგიბერიძემ, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩევლების 21.99%-მა დაუჭირა მხარი, ამჯერად 41.1% მიიღო.

 

ოზურგეთში 15 ივნისის არჩევნების დროს ამომრჩევლის აქტივობა იყო 53.94%, ხოლო 12 ივლისს, მეორე ტურში 50.88%.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ფოთში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ “ქართული ოცნების” კანდიდატი ირაკლი კაკულია და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი უშანგი გეგენავა, ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

ირაკლი კაკულიამ, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმების 45.68% მიიღო, ამჯერად ხმების 72.38% მოიპოვა, ხოლო უშანგი გეგენავამ, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩევლების 21.14%-მა დაუჭირა მხარი, ამჯერად 27.62% მიიღო.

 

ფოთში 15 ივნისის არჩევნების დროს ამომრჩევლის აქტივობა იყო 43.38%, ხოლო 12 ივლისს, მეორე ტურში 31.37%.

 

ხმების დათვლის პროცესი ცესკოში, არჩევნების მეორე ტური, 12.07.2014
ხმების დათვლის პროცესი ცესკოში, არჩევნების მეორე ტური, 12.07.2014

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *