არჩევნების პირველ ტურში, 15 ივნისს, დავით ნარმანიამ ხმების 46.09% (151 807 ხმა) მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ – 27.97% (92 125 ხმა).

 

მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობამ თბილისში შეადგინა 34.3%, ხოლო 15 ივნისს ეს მაჩვენებელი იყო – 37.3% (რეგისტრირებული 918 667 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 342 996-მა ამომრჩეველმა).

 

დღეს, 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების – თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართა.

 

დავით ნარმანია; ფოტო: დავით ნარმანიას ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან
დავით ნარმანია; ფოტო: დავით ნარმანიას ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *