ახალი ამბები

ბოკერია: ვაპირებთ ხმების დაცვას

12 ივლისი, 2014 • • 1096
ბოკერია: ვაპირებთ ხმების დაცვას

გიგა ბოკერიას თქმით, საპარლამენტო უმცირესობა ხმების დაცვას აპირებს:

 

“ძალიან სამწუხაროა, რომ აბსოლუტურად არათავისუფალი და არადემოკრატიული საარჩევნო გარემოს ბოლოს, იმ საარჩევნო გარემოს დროს, როცა ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აბსოლუტურად უკანონოდ დააკავეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, იმ წინასაარჩევნო გარემოსი, რომლის დროსაც, როცა ჩვენი რამდენიმე კანდიდატი ციხიდან აწარმოებდა კამპანიას. ერთ–ერთი მათგანი ხონში, ბატონი ჯიბუხაია იბრძვის გამარჯვებისთვის დღესაც, იმ საარჩევნო გარემოსი, როცა ძალადობის დაუსჯელობა იქცა ყოველდღიურობად – ჩვენს ოფისებზე თავდასხმა, ჩვენს წინასაარჩევნო შეხვედრებზე თავდასხმა, მრავალი კანიდატი ზეწოლის ქვეშ გამოეთიშა კონკურენციას, ამ ყველაფრის ბოლოს საარჩევნო დღესაც ვერ გაუძლო ცდუნებას ხელისუფლებამ და კვლავ მიმართა ძალადობრივ და უკანონო მოქმედებებს ამომრჩევლების და დამკვირვებლების წინააღმდეგ.


ეს ყველაფერი ძალიან მძიმე ფონს ქმნის, არადემოკრატიული და არათავისუფალი არჩევნების ფონს, მიუხედავად ამისა, ჩვენ, როგორც დემოკრატიული ოპოზიცია მთავარ ყურადღებას ახლა ვაქცევთ ამ პროცესის ბოლო, მნიშვნელოვან ნაწილს – დათვლას ხმების და დაცვას თითოეული ხმის.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი