ახალი ამბები

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 31 დაზარალებული სასტუმროში მოათავსეს

17 იანვარი, 2019 • 1535
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 31 დაზარალებული სასტუმროში მოათავსეს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული 31 ადამიანი სასტუმროში გადაიყვანეს. მერიის ინფორმაციით, ყველა, ვინც გამგეობას მიმართა, უზრუნველყოფილია თავშესაფრითა და საკვებით.

მერიამ ნეტგაზეთს ასევე უთხრა, რომ უწყება მზად არის, საჭიროების მიხედვით ყველას მისცეს თავშესაფარი. დაზარალებულთათვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 37 45 31

შსს-ს ინფორმაციით, გუშინ დაზარალებულებს საკუთარ ბინებში შესვლისა და პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცეს.

აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

საცხოვრებელი კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი