“ყაზტრანსგაზის” განცხადება საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცხადებს, რომ მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. კომპანიის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე.

დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ეს არის ის განცხდება, რომელიც კომპანია “ყაზტრანსგაზმა” გაავრცელა. მასში არ არის საუბარი იმის შესახებ, შეამოწმეს თუ არა კომპანიის თანამშრომლებმა დღეს ის კორპუსი, სადაც აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

16 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

აფეთქებისას დაშავებული 4 წლის ბავშვი დაიღუპა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.