ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა

12 ივლისი, 2014 • • 1076
ღარიბაშვილი: ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა

“ჩვენ დავიწყეთ რეალური დემოკრატიის მშენებლობა, მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა, მეორე ტური წარმატებით ჩატარდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, ცესკოს, მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსს, მთელ შტაბს.

 

“რამდენიმე საათში გვექნება წინასწარი შედეგები, მე დარმწუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს მეორე ტურშიც, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა კუთხე წელში გაიმართოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე, რომელიც მან “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა. ადგილობრივი ართევნების მეორე ტური, თბილისი. ფოტო: ნეტგაზეთი/ანი ბერუკაშვილი 12/07/2014
ირაკლი ღარიბაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა. ადგილობრივი ართევნების მეორე ტური, თბილისი. ფოტო: ნეტგაზეთი/ანი ბერუკაშვილი 12/07/2014

მასალების გადაბეჭდვის წესი