ახალი ამბები

ხონში ქალბატონი ამომრჩეველს ფიზიკურად გაუსწორდა

12 ივლისი, 2014 • • 1005
ხონში ქალბატონი ამომრჩეველს ფიზიკურად გაუსწორდა

ინციდენტს შეესწრო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დამკვირვებელი, რომელიც ადასტურებს, რომ ქალმა ხელი დაარტყა ერთ-ერთ ამომრჩეველს. მანამდე კი ამავე ქალბატონს სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერთან ლევან ბობოხიძესთან, ის ლევან ბობოხიძეს საარჩევნო უბნის ეზოში არ უშვებდა.


“სამართლიანი არჩევნების” ცნობით, მოძალადე ქალი საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა, თუმცა შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მათთან არანაირი შეტყობინება არ შესულა და მათი მხრიდან რაიმე რეაგირებას ადგილი არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი