ახალი ამბები

არჩევნების მეორე ტური გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში [ვიდეო]

12 ივლისი, 2014 • • 1200
არჩევნების მეორე ტური გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში [ვიდეო]

სამი უბნიდან ორი უბანი გახსნილია გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ერთი გახსნილია მე-12 დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენ დაწესებულებებში ხმის მიცემა გადასატანი ყუთის მეშვეობით ჩატარდა. 

 

დილის რვა საათზე გაიხსნა გლდანის მე-8 დაწესებულებაში 111-ე საარჩევნო უბანი, ამბობს უბნის თავმჯდომარე გიორგი კვარაცხელია. 111-ე საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებულია 545 ამომრჩეველი. გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 111-ე უბანზე ხმას აძლევენ ხმას მორიგე თანამშრომლები. სამივე უბანზე მორიგე თანამშრომელთა რაოდენობა, სამინისტროს ცნობით, 501 ადამიანია.

 

111-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე გიორგი კვარაცხელიას თქმით, არჩვენები 2 საათამდე მიმდინარეობდა მშვიდად და გართულებების გარეშე. მისი თქმით, პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში აქტივობა გაცილებით მაღალია. 

 

გიორგი კვარაცხელიას თქმით, 2 საათისთვის 111-ე უბანზე მივიდა 85 ადამიანი. იგი ვარაუდობს, რომ დღის მეორე ნახევარში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზრდება. 

 

კანონის მიხედვით, ხმის მიცემის უფლებით სარგებლობენ ის მსჯავდებულები, რომლებიც სასჯელს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, 5 წლამდე ვადით იხდიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი