ახალი ამბები

ცესკო: 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 24.2%-ია

12 ივლისი, 2014 • • 975
ცესკო: 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 24.2%-ია

ცესკოს მონაცემებითვე, ამ დროისთვის თბილისში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 23.5% მივიდა. 

 

ყველაზე მეტი ამომრჩეველი ამ ეტაპზე ხონში [44%], ლანჩხუთში [37.1%], ოზურგეთსა [36.4%] და თერჯოლაში [35.4%] მივიდა, ყველაზე ცოტა – ბათუმსა [17.1%] და ქობულეთში [18.4%].

 

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას პირველ ტურზე, ამავე დროის [15:00ს თ-ის] მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 28.94% -მა მიიღო. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით იყო – 32%. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი