ახალი ამბები

ბიზნესკომპანიები: საარჩევნო ფასდაკლების გამო კლიენტების რაოდენობა ჯერ არ გაზრდილა

12 ივლისი, 2014 • • 1697
ბიზნესკომპანიები: საარჩევნო ფასდაკლების გამო კლიენტების რაოდენობა ჯერ არ გაზრდილა

“მაკდონალდსი”და “ვენდისი” მომხმარებლებს ზოგიერთ პროდუქტზე 20%–იან ფასდაკლებას სთავაზობს, ხოლო სუპერმარკეტ “სმარტში” 15%–იანი ფასდაკლება მოქმედებს.

“სულ რამდენიმე ადამიანმა ისარგებლა ფასდაკლებით, თუმცა ხალხი ძირითადად საღამოს გვყავს და შეიძლება მოიმატოს რაოდენობამ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფასდაკლება მოქმედებს, დახლებთანაა გამოკრული. მარკირებას ჩვეულებრივი ლაზერით ვამოწმებთ”, – აცხადებენ “მაკდონალდსში”.

“ფასდაკლების გამო კლიენტების მატება არ არის. ჩვენ წინა დღეებში ფლაერები დავარიგეთ, სადაც ეწერა, რომ 20%–იანი ფასდაკლება იქნებოდა, ეს ფლაერები დღესაც აწყვია დახლებზე”, – ამბობენ “ვენდისში”.

“ვენდისთან” და “მაკდონალდსთან” შედარებით მეტი ადამიანი სარგებლობს ფასდაკლებით რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტ “სმარტში”. 2:30 საათისთვის ფასდაკლება სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად 33–მა ადამიანმა გამოიყენა. თუმცა “სმარტშიც” აცხადებენ, რომ მომხმარებელთა ზრდა ფასდაკლების გამო არ შეინიშნება.

 

საარჩევნო ფასდაკლებებს ეხმაურება ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც, მისი თქმით, ეს საინტერესო ტენდენციაა, თუმცა უცნობია, ვინ არის ამ ფასდაკლების ინიციატორი:

 

დღეს ზოგიერთ დამკვირვებელში ინტერესს და კითხვას იწვევს საარჩევნო ფასდაკლებების პროცესი, რაც ბიზნესმენებმა გამოაცხადეს. ეს საინტერესო ტენდენციაა და ამერიკულ გარემოშიც შეიძლება ჩავრთოთ, მაგრამ არ არის ნათელი, საქართველოში ვინ იყო ამის ინიციატორი. ცნობილია, რომ ცესკომ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს დარღვევა არ არის”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა “რუსთავი 2″–თან საუბარში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი