ახალი ამბები

სუბარი: უგულავას და ახალაიას შეუძლიათ ციხეში ხმის მიცემა, მერაბიშვილს კი არა

12 ივლისი, 2014 • • 1043
სუბარი: უგულავას და ახალაიას შეუძლიათ ციხეში ხმის მიცემა, მერაბიშვილს კი არა

როგორც სუბარმა განმარტა, საპატიმროში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ იმ პატიმრებს, ვისაც ჯერ არ აქვს სასჯელი მისჯილი, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. მერაბიშვილის სასჯელი კი ხმის მიცემის უფლებას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება ახალაიას და უგულავას, სუბარის თქმით, მან არ იცის, ისარგებლებენ თუ არა ისინი ხმის მიცემის უფლებით :

 

“ციხეებში სულ 608 ადამიანია სიაში, წინა არჩევნებზე ძალიან მცირე რაოდენობამ გამოთქვა სურვილი, ახლა ბევრად მეტმა. მონაცემი, რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა, გვეცოდინება საღამოს, მათ შორის აბსოლუტური უმრავლესობა არის გლდანში – 500 პატიმარი, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქვს, რამდენიმე ადამიანი არის სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის 7 მატროსოვის ციხეში, სადაც 3–მა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, ხოლო 4 აძლევს ხმას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა. 

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

მასალების გადაბეჭდვის წესი