ახალი ამბები

ღარიბაშვილი მიესალმება კომპანიების საარჩევნო ფასდაკლების აქციას

12 ივლისი, 2014 • 909
ღარიბაშვილი მიესალმება კომპანიების საარჩევნო ფასდაკლების აქციას

ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს ვაკის საარჩევნო ოლქის # 11 საარჩევნო უბანთან განუცხადა, სადაც თავის მეუღლესთან ერთად ხმა მისცა.

 

ღარიბაშვილის თქმით, კერძო კომპანიების ზემოხსენებულ აქციასთან ხელისუფლებას და მმართველ გუნდს არავითარი შეხება არ აქვს – “მე უბრალოდ მივესალმები ამას”.

 

“საერთო არაფერი გვაქვს, მთავარია აქტივობა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს, რომ მის ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს”.

რამდენიმე კომპანიამ მოქალაქეებს 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ საკუთარ მომსახურებაზე ერთდღიან ფასდაკლება შესთავაზა. ამის შესახებ  სარეკლამო კლიპი ტელევიზიების ეთერით გადაიცემოდა.


“12 ივლისს, არჩევნების დღეს ბიზნეს-კომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო. მიდი არჩევნებზე, გაიარე მარკირება და ხმა მიეცი სასურველ კანდიდატს. არჩევნების დღის ბოლომდე წარადგინე მარკირება შემდეგ სავაჭრო ქსელებში და ისარგებლე სპეციალური ფასდაკლებებით. 20%-იანი ფასდაკლება მაკდონალდსა და ვენდისში, 22%-პროცენტიანი ფასდაკლება ავერსში, პე-ეს-პესა და ჯი-პი-სიში, 15-პროცენტიანი ფასდაკლება გუდვილსა და სმარტში, 5-თეთრიანი ფასდაკლება გალფსა და ვისოლში. გამოხატე პოზიცია, მიდი არჩევნებზე. ბიზნესი სამოქალაქო საზოგადოებისთვის”, – ნათქვამი იყო ზემოხსენებულ სარეკლამო კლიპში.

ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ფოტო: მარი ნიკურაძე
ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ფოტო: მარი ნიკურაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი