ახალი ამბები

“საზოგადოებრივმა დამცველმა” პროცედურული დარღვევა მხოლოდ ერთ უბანზე დააფიქსირა

12 ივლისი, 2014 • • 1030
“საზოგადოებრივმა დამცველმა”  პროცედურული დარღვევა მხოლოდ ერთ უბანზე დააფიქსირა

“საზოგადოებრივი დამცველის” წარმომადგენლები, სადაც დამკვირვებლები გახსნის პროცედურებს აკვირდებოდნენ, პირველი ამომრჩევლის მისაღებად დროულად გაიხსნა ყველა უბანი გარდა მთაწმინდის 1 საარჩვენო ოლქის, კერძოდ, მე-3  უბანზე საარჩევნო უბანი გაიხსნა დაგვიანებით. ამავე უბანზე უბნის საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემისას დამკვირვებლისათვის ადგილის გამოყოფა ავტომანქანაში, რის გამოც ვერ მოხერხდა დამკვირვებლების გაყოლა’.- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს “საზოგადოებრივი დამცველი” თბილისში და გორში 38  სტაციონალური დამკვირვებლით აკვირდება.  მათ შორის თბილისში 29 უბანზე, მთაწმინდის  1 საარჩევნო ოლქის 2 უბანზე, ვაკის 2 საარჩევნო ოლქის 3 უბანზე, ისნის 5 საარჩევნო ოლქის 6 უბანზე, ნაძალადევის 9 საარჩევნო ოლქის 6 უბანზე, გლდანის 10  საარჩევნო ოლქის 12 უბანზე. გორის 32 საარჩევნო ოლქის 9 უბანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი