ახალი ამბები

სუბარი ამომრჩეველთა სიაში არ აღმოჩნდა

12 ივლისი, 2014 • • 1295
სუბარი ამომრჩეველთა სიაში არ აღმოჩნდა

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის მოადგილე ლიანა კობახიძემ ცესკოს ცხელ ხაზზე გადაამოწმა აღნიშნული შემთხვევა, სადაც განუცხადეს, რომ სოზარ სუბარი მოხსნილია რეგისტრაციიდან.

 

პროცედურულად ამომრჩევლის რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია მაშინ, თუკი ბინა გაიყიდა და ეს ახალმა მფლობელმა მოითხოვა.

 

“წინა არჩევნებზე აქ ვიყავი, ახლა რატომღაც ვარ რეგისტრაციიდან მოხსნილი, მიზეზს ვერ არკვევენ. იუსტიციის სახლში დამპირდნენ, რომ გაარკვევენ საკითხს და იქნებ დღის ბოლომდე რამე შეიცვალოს.

მიუხედავად იმისა, აღდგება თუ არა ჩემი გვარი სიაში და მივცემ თუ არა ხმას, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე და წარსულს ჩაბარდება ადამიანების ქუჩაში მკვლელობა, ცოცხების პარტია და მისი ადამიანებთან ურთიერთობების მეთოდები, კერძო ბიზნესის დაყაჩაღება და არჩევნების გაყალბება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


ცესკოს განმარტებით, მინისტრი სოზარ სუბარი არ აღმოჩნდა ამომრჩეველთა სიაში იმის გამო, რომ 26 ივნისს რეგისტრაციიდან მოხსნილია ბინის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე.

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

მასალების გადაბეჭდვის წესი