დარღვევები ძირითადად ორგანიზაციულ საკითხებს უკავშირდება, მაგალითად, ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე ადრე გაიხსნა, ან წილისყრის პროცესი დარღვევით წარიმართა. დამკვირვებლებმა უბნის არასათანადოდ მოწყობის და პროცედურების არათანმიმდევრულად ჩატარების რამდენიმე შემთხვევა აღნიშნეს. თელავის #3 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის მცდელობას. 
 
 
‘ამომრჩეველი მართვის მოწმობით გამოცხადდა და აღნიშნული დოკუმენტით ცდილობდა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღებას, თუმცა მას ხმის მიცემის უფლება არ მისცეს”. 
 

„მრავალეროვანი საქართველოს“ სადამკვირვებლო მისია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პროცესზე ქვემო ქართლში ( რუთავი), კახეთში ( თელავი, ყვარელი, ახმეტა; ასევე თელავის მუნიციპალიტეტში ყარაჯალის თემი), შიდა ქართლში ( გორი), მცხეთა-მთიანეთში (მცხეთა) თბილისის 3 საარჩევნო ოლქში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებულები (კრწანისი, ისანი, სამგორი) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვრცელდება. აქედან ორგანიზაციის დამკვირვებლები 100%-ით ფარავენ ქალაქებს – თელავი, გორი და მცხეთა.

 

„მრავალეროვანი საქართველო“ მიმდინარე კენჭისყრის პროცესს 156 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. მათ შორის 116 უბნის დამკვირვებელი, 9 საოლქო საარჩევნო კომისიის, 30 მობილური ჯგუფის და 1 ცესკოს დამკვირვებელი გახლავთ.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *