კენჭისყრის პროცესის დაწყებისას სადამკვირვებლო მისიის მიერ  მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა, როგორიცაა, მაგალითად, წილისყრის პროცედურის არათანმიმდევრული ჩატარება, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება – ჩანაწერთა წიგნის დაგვიანებით გახსნა, ბიულეტენის ხელმოწერის გარეშე გაცემა და საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსება.  

 

“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის მეორე ტურის საარჩევნო პროცესს საქართველოს 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 თვითმმართველ თემში 150-კაციანი სადამკვირევბლო მისიით აკვირდება. მისია სრულად ფარავს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს. სულ  4 სპეცუბანია შექმნილი, აქედან  3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და 1 ხანდაზმულთა პანსიონატში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *