ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 10 საათისთვის 6.84 % შეადინა

12 ივლისი, 2014 • • 977
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 10 საათისთვის 6.84 % შეადინა

ამომრჩეველთა აქტივობამ ცესკოს ცნობით, თბილისშიც [6.9%] დაახლოებით იგივე მაჩვენებელი შეადგინა.

 

ცესკოს ინფორმაციითვე, ყველაზე მაღალი აქტივობა ხონში [13.2%], ოზურგეთში [12.2%], ლანჩხუთსა [11.2%] და მცხეთაში [10.3%] დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი, ბათუმსა [4.6%] და ქობულეთშია [4.8%]. 

 

ეკა აზარაშვილის თქმით, პროცედურული ხარვეზების [მაგალითად, არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე, წილისყრის პროცედურის დარღვევა] აღმოფხვრა ადგილზევე მოხდა. 

 

რაც შეეხება ოზურგეთის 55-ე უბანს, მისი თქმით გადამოწმებულია ფაქტი და “საარჩევნო უბანში არ ჰქონია ადგილი ინციდენტს, უბნის გარეთ მოხდა დაპირისპირება,  რასაც საარჩევნო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.” 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის რჩევნების მეორე ტური 8 თვითმმრთველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი