ახალი ამბები

ნიკა მელია: უნდა ავირჩიოთ მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი

12 ივლისი, 2014 • 1169
ნიკა მელია: უნდა ავირჩიოთ მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი

მთაწმინდის საარჩევნო ოლქის  #6 საარჩევნო უბანში ის 10.00 საათზე მივიდა და ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებტან კომენტარი გააკეთა.

 

მისი თქმით, “ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია,” რომელმაც  უნდა განისაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის ბედი.

 

“მე მაქვს იმედი, რომ ბევრი ამომრჩეველი გამოცხადდება თავიანთ საარჩევნო უბნებზე , მათ შორის ისინიც, ვინც პირველ ტურში არ გამოცხადდნენ და გააკეთებენ იმ არჩევანს, რომელიც მათ კონკრეტულ ოჯახებში შეიტანს კეთილდღეობას”.

 

მან აქცენტი თბილისის მომავალი მერის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გააკეთა:

“დღეს უნდა ავირჩიოთ დედაქალაქის მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და იქნება ანგარიშვალდებული ყველა თბილისელთან და არა რომელიმე ერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან”.

 

მელიას თქმით, დედაქალაქის მერი უნდა იყოს ყველას მერი, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა.

 

საარჩევნო უბანზე, რომელზე მელიამ უკვე მისცა ხმა, სულ 1451 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 9 ამომრჩეველია სპეციალურ სიაში, 10.00 საათის მონაცემებით  93 ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე.

 

დღეს, 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების – თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის მეორე ტური იმართება 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში.

თბილისის მერობის  ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი  ნიკა მელია საარჩევნო უბანზე, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ანი ბერუკაშვილი
თბილისის მერობის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია საარჩევნო უბანზე, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ანი ბერუკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი