ახალი ამბები

საია :მთაწმინდის #38 უბანზე არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა

12 ივლისი, 2014 • • 1025
საია :მთაწმინდის #38 უბანზე არაუფლებამოსილი  პირი იმყოფებოდა

მიუხედავად აღნიშნულისა, პროცედურული დარღვევები იყო წილისყრის პროცესთან დაკაშვირებით. ასევე, უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დაგვიანების გამო, თუმცა საიას ჩარევის შემდეგ დამკვირვებელი უბანზე დაუშვეს.  გარდა ამისა, გორის #96 უბანზე კომისიის მდივანმა საარჩევნო ყუთში ერთი საკონტროლო ფურცლის ნაცვლად, ორი საკონტროლო ფურცელი ჩააგდო, რის გამოც გაიხსნა ყუთი და საარჩევნო ყუთიდან ზედმეტი საკონტროლო ფურცელი ამოიღეს. 

 

საის შეფასებით, ისნის#56 უბანზე მყოფი “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ყოფნა, რომლებიც  უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას ახდენდნენ,  შესაძლებელია წარმოადგენდეს არაპირდაპირ გავლენას ამომრჩევლის ნებაზე. საიას ჩარევის შემდეგ პირებმა დატოვეს უბნის მიმდებარე ტერიტორია.

 

საიამ ერთ-ერთ უბანზე არაუფლებამოსილი პირი დააფიქსირა, , მთაწმინდის #38 უბანზე მოქალაქე ლაშა ხუსკივაძე შეეცადა საარჩევნო პროცესს დასწრებოდა  საარჩევნო სუბიექტის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სტატუსით.

 

“იმავე უბანზე უკვე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენელი, კომისიამ ლაშა ხუსკივაძე არ დაუშვა უბანზე, რის შემდგომაც მან უბანი დატოვა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ლაშა ხუსკივაძე ისევ გამოცხადდა ამავე უბანზე უკვე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „კლუბი თავისუფალი ზონის“  სახელზე გაცემული  დამკვირვებლის მოწმობით და შეეცადა არჩევნებზე დაკვირვების განხორციელებას.  საიამ აღნიშნული ფაქტის შესწავლის მოთხოვნით ცესკოს მიმართა”. – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი