ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-ს და მთავრობას შორისრის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის მიხედვითაც კომპანია ვალდებულებას აიღებს, რომ ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია უზრუნველყოს.
საქართველოს მთავრობამ ასაფრენი ბილიკის შემოწმება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშირისო ორგანიზაციას შეუკვეთა. დასკვნის შედეგად სახელმწიფო ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია.
“კომპანიამ არ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ინფრასტრუქტურული ერთეული თბილისის აეროპორტი ყოფილიყო გამოყენებული” – განაცხადა “რუსთავის 2”-თან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
“აირზენას” გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია სრულად უნდა მოხდეს”

“ეგრეთ წოდებული დროებითი შეკეთებისა და “დალატკავების” პრინციპი მოგვცემს ძალიან მოკლევადიან ეფექტს. რაც, საბოლოო ჯამში, იმავე პრობლემის წინაშე დაგვაყენებს, რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ ჩვენ დღეს.”
კომპანია TAV Georgia 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასაფრენი ზოლის “გარემონტების” თაობაზე.
