ახალი ამბები

14 იანვარს გაიმართება სომხეთის ახალი პარლამენტის პირველი სხდომა

13 იანვარი, 2019 • 1153
14 იანვარს გაიმართება სომხეთის ახალი პარლამენტის პირველი სხდომა

2019 წლის 14 იანვარს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება მე-7 მოწვევის, 2018 წლის დეკემბერში არჩეული ახალი პარლამენტის, ეროვნული ასამბლეის პირველი სხდომა.

პარლამენტში 132 დეპუტატია სამი პოლიტიკური პარტიიდან. მათგან 101 (76.5%) პირველადაა საკანონმდებლო ორგანოში არჩეული.

საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ალიანსს, სახელად “ჩემი ნაბიჯი” — მათ 88 წევრი ჰყავთ პარლამენტში;

მილიარდერი ბიზნესმენის, გაგიკ წარუკიანის “აყვავებულ სომხეთს” 26 ადგილი უკავია;

“გაბწყინებულ სომხეთს”, რომელსაც პოლიტიკოსი ედმონ მარუკიანი ლიდერობს, 18 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში.


არჩევნებში მონაწილეობას 11 პარტია/ბლოკი იღებდა, თუმცა აქედან რვამ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. მათ შორის, ვერც წინა მმართველმა პარტიამ, სერჟ სარქისიანის “რესპუბლიკურმა პარტიამ”.

პარლამენტართა 24% ქალია — 32 დეპუტატი 132-დან. წინა, 105-წევრიან პარლამენტში 21 ქალი ირიცხებოდა.

სომხეთის საარჩევნო სისტემას პარლამენტში გამოყოფილი აქვს 4 ადგილი ეროვნული უმცირესობებისთვის (იეზიდები, რუსები, ასირიელები და ქურთები). არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას აქვს უფლება, ჰქონდეს ცალკე გამოყოფილი ნაწილი საარჩევნო სიისა, რომელშიც ყოველი უმცირესობიდან 4 კანდიდატი იქნება შესული. “ჩემი ნაბიჯის” ალიანსიდან პარლამენტში ამ ოთხი ეროვნული ჯგუფის თითო-თითო წარმომადგენელი მოხვდა.

ახლადარჩეულ პარლამენტარებს შორის არიან ფაშინიანის მთავრობის სახეები, მაგალითად, კულტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, დიასპორის მინისტრი, შირაკისა და ტავუშის რეგიონების გუბერნატორები და სხვა მაღალჩინოსნები.

ახლადარჩეულ პარლამენტართაგან რვა ჟურნალისტია (ჟურნალისტი იყო ახლანდელი პრემიერ ნიკოლ ფაშიანიანიც) და 10 იურისტი.

ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, სონა ღარაზიანი, 25 წლისაა, ყველაზე უფროსი, ჰასანოვ კნიაზი — 74 წლის. ორივე მათგანი “ჩემს ნაბიჯში” ირიცხება.


მასალა მომზადებულია გამოცემა EVN Report-ის მასალებზე დაყრდნობით.

ფოტო: Photolur

ნახეთ ასევე:

გამოცემა “ეკონომისტმა” წლის ქვეყნად სომხეთი დაასახელა

მასალების გადაბეჭდვის წესი