ახალი ამბები

გამოცემა “ეკონომისტმა” წლის ქვეყნად სომხეთი დაასახელა

19 დეკემბერი, 2018 • 2475
გამოცემა “ეკონომისტმა” წლის ქვეყნად სომხეთი დაასახელა

გამოცემა “ეკონომისტმა” 2018 წლის ქვეყნად სომხეთი დაასახელა.

18 დეკემბერს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ რუბრიკაში “ეკონომისტის” სარედაქციო ჯგუფი აღნიშნავს, რომ “წლის ქვეყნის” ჯილდო გადაეცემა არა ყველაზე გავლენიან ან მდიდარ სახელწმიფოს, არამედ იმას, რომელმაც, მათი შეფასებით, ყველაზე მეტად განიცადა პროგრესი.

ეკონომისტი 1843 წელს არის დაარსებული — გამოცემა 175 წლისაა.

“პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა სცადა, პრემიერობით გაეხანგრძლივებინა მმართველობის ვადა. ქუჩები პროტესტმა მოიცვა. კორუფციისა და არაკომპეტენტურობის წინააღმდეგ რევოლუციური ტალღის შედეგად ხელისუფლებაში, კანონიერად, როგორც წესი და რიგია ისე, ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა, ქარიზმატული, წვერებიანი ყოფილი ჟურნალისტი და პარლამენტარი. მისმა ალიანსმა 70%-იანი გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში. პუტინის სტილის მმართველობის კანდიდატს უარი უთხრეს; არავინ მოუკლავთ. რუსეთისთვის ჩარევის საშუალება არ მიუციათ”.

[სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდგომი პერიოდზე მეტის გასაგებად, გირჩევთ, გაეცნოთ ნეტგაზეთის მასალას: სომხეთი რევოლუციის შემდეგ]

თუმცა რედაქცია “გაფრთხილებისთვის” წერს: “სომხეთის ტერიტორიული კონფლიქტი აზერბაიჯანთან ჯერაც არ მოგვარებულა და შესაძლოა კვლავ გამწვავდეს. თუმცა უძველეს და ზოგჯერ არასწორად მართულ ქვეყანას მღელვარე რეგიონში დემოკრატიული განვითარებისა და განახლების შანსი აქვს. აი, ამ მიზეზით არის სომხეთი ჩვენი წლის ქვეყანა”

“შნორავორუმ ემ!” (სომხურიდან ითარგმნება, როგორც “გილოცავთ”)- ამ მიმართვით ასრულებს “ეკონომისტი” სარედაქციო მასალას.

შარშან ასეთ ქვეყნად “ეკონომისტმა” საფრანგეთი დაასახელა, 2016-ში -კოლუმბია, 2015 წელს კი- მიანმარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი