ახალი ამბები

ანონსი –11 ივლისი

10 ივლისი, 2014 • • 1522
ანონსი –11 ივლისი

11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და გადამზიდავი კომპანიების TNT, DHL წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციის თემაა ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტში განსახილვევლად მომზადებული კანონპროექტი საფოსტო კავშირის შესახებ. 


11:30“პირველ პრესკლუბში” ქალაქ რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა:არჩევნების II ტური. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00 პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები –ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის მერობის კანდიდატების დებატები, არჩევნების II ტური, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

12:00 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (თბილისი; გუდიაშვილის ქუჩა N7) არასამთავრობო ორგანიზაცია “განსხვავებული უნარების მქონე პირთა გაერთიანების” ინიციატივითა და ეკონომიკური კვლევების და კონსულტაციების ცენტრის „დოქტრინა ბიზნეს რევიუს“  მხარდაჭერით გაიმართება ფორუმი „შშმ პირთა ადვოკატირება ბიზნეს სექტორში მათი დასაქმების მიზნით“.

 

13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი კახი კახიშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: არჩევნების მეორე ტური


13:00“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შემაჯამებელ განცხადებას წარმოადგენს.

პრესკონფერენცია გაიმართება მედიაცენტრში, მისამართი: ჭავჭავაძის 23

 

13:00 სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია ცნობილი ჟურნალისტის, მწერლის და საზოგადო მოღვაწის, 1960-1985 წლებში გაზეთ ,,სოფლის ცხოვრების” მთავარი რედაქტორის მიხეილ დავითაშვილის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომას დაესწრება.

სხდომა გაიმართება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  სხდომათა დარბაზში (მის: რუსთაველის გამზ # 52,  მე-5 სართული)


19:00 მწერალთა სახლში წარმოგიდგენთ ერთ დღიან ზმუდარტ გამოფენას “Update N1 . გამოფენილი იქნება ლევან ამაშუკელის მიერ 2013 წელს შექმნილი პოსტერების სერია. მისამართი: მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის 13, თბილისი


მასალების გადაბეჭდვის წესი