ახალი ამბები

აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო დრონი ჩამოაგდეს

12 იანვარი, 2019 •
აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო დრონი ჩამოაგდეს

აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუთანსკის რეგიონის სოფელ პოპასნასთან, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, ჩამოაგდეს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) სადამკვირვებლო დრონი.

შემთხვევა მოხდა 10 იანვარს. ინციდენტი ეუთოს მიერ 11 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხსენიებულია, როგორც ეუთოს მონიტორინგის სპეციალური მისიისთვის (SMM-ისთვის) ხელის შეშლის ფაქტი.

დრონს აღმოსავლეთიდან, დაახლოებით 2კმ-იდან, მაშინ გაუხსნეს ცეცხლი, როდესაც იგი თოვლის გაწმენდის სამუშაოებს აკვირდებოდა. აპარატი ჩამოვარდა და გაფუჭდა.

რადიო თავისუფლების თანახმად, SMM-მა ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე დრონი დაკარგა: 2018 წლის ნოემბერში მათი დრონი ჩამოაგდეს უკრაინა-რუსეთის საზღვარზე; 2 იანვარს კი მსგავსი შემთხვევა ისევ ლუთანსკის რეგიონში მოხდა.

გაეროს თანახმად, 10 300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის მთავრობას შორის მიმდინარეობს 2014 წლის აპრილიდან.

საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) 2016 წლის ნოემბერში კონფლიქტს უწოდა “საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი