ნეტგაზეთი | ღარიბაშვილი: არჩევნების მეორე ტურით დავასრულებთ საბოტაჟს ღარიბაშვილი: არჩევნების მეორე ტურით დავასრულებთ საბოტაჟს – Netgazeti
RU | GE  

ღარიბაშვილი: არჩევნების მეორე ტურით დავასრულებთ საბოტაჟს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობა შეაფასა. 

ამის შესახებ მან კომენტარი მედიასთან დღეს “ქარვასლაში” ანაკლიის პორტის ინტერესთა გამოხატვის პროექტის პრეზენტაციაზე გააკეთა: 

 

“თვითმმათველობის არჩევნების მეორე ტური  ჩვენი ქვეყნისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავადასტურეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება და სახელმწიფო არის მოწოდებული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია რეალურად განვითარდეს. მეორე ტურის შანსები ასეთია: დარწმუნებული ვართ, რომ ყველგან ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ. მათ ვერ გადალახეს 50%–იანი ბარიერი, ეს იყო საკმაოდ მაღალი ბარიერი და ეს იყო ჩვენი ინიციატივა. მე ეს შევთავაზე კოალიციაში რამდენიმე თვის წინ. რაც შეეხება გუშინდელ დებატებს, ნარმანიამ ღირსეულად დაამარცხა თავისი კონკურენტი მელია.” 

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საზოგადოებასაც მიმართა: 

 

“კიდევ ერთხელ მინდა განვუმარტო საზოგადოებას, ჩვენ გასულ წელს ძალზე რთული კოჰაბიტაციის პერიოდი გავიარეთ. ძალიან კარგად გვახსოვდა თბილისის მცხოვრებლებს, თუ როგორ მიზანმიმართულ, საბოტაჟურ პოლიტიკას ახორციელებდნენ ყოფილი მერი გიგი უგულავა და მის დაქვემდებარებაში არსებული სამსხურები. წლის განმავლობაში მხოლოდ საბოტაჟის ნიშნებს ვხედავდით. ჩვენ ვხედავდით როგორ მიზანმიმართულად არ აკეთებდნენ თბილისში არაფერს. პრაქტიკულად, ყველაფერი იყო გაჩერებული. 100 მლნ ლარი ვერ აითვისა თბილისის მერიამ გასულ წელს. ეს იყო საბოტაჟური პოლიტიკა. არჩევნების მეორე ტურით დავასრულებთ კოჰაბიტაციას და საბოტაჟს. ყველა რეგიონში გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი”.   

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი