ახალი ამბები

სასწავლო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებშიც გადაიდო

9 იანვარი, 2019 • 1377
სასწავლო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებშიც გადაიდო

სკოლების გარდა, სასწავლო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებშიც გადაიდო.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს. ზამთრის არდადაგები 21 იანვრამდე გახანგრძლივდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

განათლების სამინისტროს განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა.

 

გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო

მასალების გადაბეჭდვის წესი