ახალი ამბები

გამოძიება საბანკო სექტორის ფუნქციონირებაზე გავლენას არ მოახდენს – სებ-ი TBC-ის საქმეზე

8 იანვარი, 2019 • 1444
გამოძიება საბანკო სექტორის ფუნქციონირებაზე  გავლენას არ მოახდენს – სებ-ი TBC-ის საქმეზე

საქართველოს ეროვნული ბანკი “თიბისი ბანკის” მიმართ გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ “თიბისი ბანკი” ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.

“ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავარ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი “თიბისი ბანკიდან” გამოთხოვილ და ამოღებულ დოკუმენტაციას სწავლობს.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, დეტალებს გამოძიების შესახებ, უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – აცხადებს პროკურატურა.

“თიბისი ბანკში” ამბობენ, რომ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით გაავრცელებენ და ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი