საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ახალი ფორმატის მოგონება და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა:

 

“ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, რა საჭირო იყო ახალი ფორმატის მოგონება და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, ისეთი შთაბეჭდილების შექმნა – გეგონება, ისრაელის და პალესტინის ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს მოსალაპარაკებლად. ჩემთვის ეს იყო გაუგებარი, ვინაიდან არსებობს კონკრეტული ტელევიზიები, კონკრეტული გადაცემები, კონკრეტული დებატები და ყველა კანდიდატს ჰქონდა ამ გადაცემებში მისვლის  და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება. რადგან “ქართული ოცნება” არ არის მზად, რომ ჩვეუელბრივად მივიდეს ტელევიზიაში და იდებატოს, კი ბატონო, ჩვენი კანდიდატი მივა ამ ფორმატში და იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება იხილავს დებატებს, რომელიც კიდევ ერთხელ ნათელს გახდის, ვინ რას სთავაზობს ხალხს, ვინ როგორ კანდიდატს სთავაზობს და რომელ კანდიდატს რა გეგმა და რა დამოკიდებულება აქვს თბილისის მიმართ.”


შეგახსენებთ, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ პირობა წამოაყენა, რომ დებატებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა მონაწილეობას, თუკი იგი ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართებოდა. საბოლოოდ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ეგიდით, დღეს, 20:00 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება ნარმანიასა და მელიას შორის დებატები, რომელსაც სტუდია რეს ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე გაუძღვება და რამდენიმე ტელეკომპანია, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *