ლიტვის რესპუბლიკის სეიმმა კიდევ 8 მაისს  მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონების ჩათვლით, ხელმოწერის, რატიფიკაციისა და იმპლემენტაციის შესახებ. ამის შესაბამისად, ლიტვის სეიმმა გამოთქვა სრული მზადყოფნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულ რატიფიცირებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოეწერა ხელი, რის შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მოახდინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *