ლიტვის რესპუბლიკის სეიმმა კიდევ 8 მაისს მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონების ჩათვლით, ხელმოწერის, რატიფიკაციისა და იმპლემენტაციის შესახებ. ამის შესაბამისად, ლიტვის სეიმმა გამოთქვა სრული მზადყოფნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულ რატიფიცირებასთან დაკავშირებით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოეწერა ხელი, რის შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მოახდინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებმა.
