ახალი ამბები

შსს-მ ე.წ. „მაზავშიკები“ დააკავა

8 ივლისი, 2014 • • 990
შსს-მ ე.წ. „მაზავშიკები“ დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ე.წ. „მაზავშიკები“ არიან 24 წლის ავთანდილ ბ, 25 წლის გიორგი გ, 26 წლის ზურაბ ბ. და 40 წლის ვლადიმერ ჭ.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებსა და სხვა სპორტულ თამაშებზე, მობილური ტელეფონის და ინტერნეტის საშუალებით, მოქალაქეებისგან უკანონო ფსონებს იღებდნენ.

 

შსს-ს ცნობით, სპორტული თამაშების შედეგების მიხედვით, დათქმულ დროს აბარებდნენ და იბარებდნენ ე.წ. თავნებს. თავანის ჩაბარების დაგვიანების შემთხვევებში ბრალდებულებსა და მოქალაქეებს შორის ხშირად იმართებოდა გარჩევები.

სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას თავნის სახით აღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი