“სამწუხარო ამბავია. გარდაიცვალა ადამიანი, რომლის სახელსაც ძალიან ბევრი მოვლენა უკავშირდება ქვეყანაში. ამ მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის ლიდერი მრავალი წლის განმავლობაში. აქ, ბაქოში მას მადლიერებით მოიხსენიებენ, მისი სახელი უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს და სხვა პროექტებს. ბატონ ედუარდს ამ სფეროში გარკვეული მიგნებები ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო ყველა სფეროში, მაგრამ ახლა არ არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების დრო. გარდაიცვალა ადამიანი და მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რაც ყოფილ პრეზიდენტს ეკადრება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი: ახლა შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების დრო არ არის
-
24.11.2026
რა იცვლება სომხეთის ახალ კონსტიტუციაში
-
23.11.2026
გაუმართლებელია ომი, სადაც ეკლესიის მეთაური ამართლებს სამხედრო მოქმედებებს – არქიმანდრიტი იერომიელი
-
23.11.2026
ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც პოზიციასთან და ვერც ოპოზიციასთან დაპირისპირებული – მიტროპოლიტი იობი
-
23.11.2026
ვარდების რევოლუციამდელი საქართველო რიცხვებში
-
23.11.2026
თორნიკე რაზმაძეს იუთუბერები და სპორტული კომენტატორები სოლიდარობას უცხადებენ
-
23.11.2026
ახლა ჩვენ ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე – ხოშტარია
