“სამწუხარო ამბავია. გარდაიცვალა ადამიანი, რომლის სახელსაც ძალიან ბევრი მოვლენა უკავშირდება ქვეყანაში. ამ მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის ლიდერი მრავალი წლის განმავლობაში. აქ, ბაქოში მას მადლიერებით მოიხსენიებენ, მისი სახელი უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს და სხვა პროექტებს. ბატონ ედუარდს ამ სფეროში გარკვეული მიგნებები ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო ყველა სფეროში, მაგრამ ახლა არ არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების დრო. გარდაიცვალა ადამიანი და მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რაც ყოფილ პრეზიდენტს ეკადრება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი: ახლა შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების დრო არ არის

-
23.11.2026 ამუშავდა მანქანა, მეუფე იობს ის დააბრალეს, რაც არასდროს ყოფილა – ეპისკოპოსი საბა -
23.11.2026 პენიტენციურში ამბობენ, რომ შეწყალებული პატიმრები ციხეებს დილით დატოვებენ -
22.11.2026 სრული აკრძალვის ნაცვლად, უკეთესი გზა მკაფიო რეგულირებაა – პროფესორი ნინო მუსერიძე -
22.11.2026 მიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა -
22.11.2026 ჩემთვის მთავარი კითხვაა, რა შეფასებას ეფუძნება ეს მიდგომა? – რეპროდუქტოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე -
22.11.2026 სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო – ერთი პირი დაკავებულია, ერთს ეძებენ